Робота для біженців з України
გადაზიდვის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
"Alta • ალტა" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე.

აღწერა:

"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე ქუთაისში;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთების ტრანსპორტირება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების პროგრამული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/pRWzSD63dX
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე