Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს სითი სენთერი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
სასტუმრო "ონიქსი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 7 საათი
** დასვენება: კვირაში 2 დღე
** ანაზღაურება: 1100 - 1300 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
** დამატებით: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** მართავს ონლაინ და სატელეფონო ჯავშნებს.
** ინფორმაციას აწვდის სტუმრებს გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით და ამოწმებს მათი საკრედიტო ბარათების მონაცემებს.
** ახდენს სტუმრების რეგისტრაციას (შეჰყავს საკონტაქტო ინფორმაცია, მათი დარჩენის ზუსტ თარიღები).
** ესალმება სტუმრებს შემოსვლისთანავე და გამოყოფს შესაბამის ნომრებს.
** აწვდის ინფორმაციას სასტუმროს, ხელმისაწვდომი ნომრების, ტარიფებისა და ამენითების შესახებ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** საბონუსე სისტემას

მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სუბორდინაციის დაცვა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** არაკონფლიქტურობა და კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებისადმი ყურადღება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com ან დამიკავშირდით ნომერზე: 574 103609 და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე