დასახელება:
HR Business Partner
|
მომწოდებელი:
Tempo Holding
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
TEMPO — ბრენდი, რომელიც ბათუმში ქმნის ახალ სტანდარტს უძრავ ქონებაში.
ჩვენი მიზანია, მხოლოდ სახლები კი არა, პრემიუმ ცხოვრების სტილი შევქმნათ.
ტემპოს განვითარებასთან ერთად იზრდება ჩვენი გუნდიც— სწორედ ამიტომ ვეძებთ HR Business Partner-ს, რომელიც დაგვეხმარება ადამიანური კაპიტალის ფორმირებასა და განვითარებაში.
კომპანია: Tempo Holding
ადგილმდებარეობა: ბათუმი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
ძირითადი ფუნქციები:
** თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული HR სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა.
** მაღალი დონის პროფესიონალების მიზანმიმართული მოძიება და მოზიდვა, ძლიერი გუნდის ფორმირების მიზნით.
** ეფექტური onboarding პროცესის შექმნა, რომელიც ახალ თანამშრომლებს სწრაფად ინტეგრაციასა და განვითარებაში დაეხმარება.
** Performance Management სისტემის დანერგვა — შედეგების გაზომვისა და მოტივაციის გასაზრდის მიზნით.
** ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება: თანამშრომელთა ერთიანობის, მოტივაციისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.
** ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისი HR გადაწყვეტილებების მიღება და მხარდაჭერა.
მოთხოვნები პოზიციის მიმართ:
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება HR სფეროში.
** გამოცდილება ტალანტების მოძიებასა და მიზანმიმართულ მოზიდვაში.
** ადამიანური რესურსების მართვის სისტემების აწყობისა და განვითარების გამოცდილება.
** სტრატეგიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირეტესობად).
** თანამედროვე HR პლატფორმებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ პრემიუმ დეველოპერული ბრენდის მნიშვნელოვანი წევრი, თავად განსაზღვროთ და განავითაროთ HR სისტემები, კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში.
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას.
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას.
** დინამიურ სამუშაო გარემოს, სადაც ყოველი მიღწევა რეალურ გავლენას ახდენს კომპანიის განვითარებაზე.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@tempoholding.ge საგნის ველში (Subject) მიუთითეთ: HR Business Partner
განაცხადების მიღება დასრულდება: 30 სექტემბერი, 2025
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი მონაცემების გაგზავნით, ადასტურებთ თანხმობას პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"Tempo Holding" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|