დასახელება:
იმპორტის მენეჯერის დამხმარე
|
მომწოდებელი:
გიდანი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
მრავალწლიანი სადისტრიბუციო კომპანია "გიდანი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის დამხმარეს პოზიციაზე.
შემდეგი სამუშაო პირობებით:
სამუშაო ადგილი: თბილისი თემურ ფიფიას ქ#10
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:00-17:00 (1 საათიანი შესვენების ჩათვლით)
ანაზღაურება: შეთანხმებით 1800 ლარიდან (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს კვებით)
ძირითადი მოვალეობები:
** მინდობილობისა და დეკლარაციების გამზადება
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია პარტნიორებთან.
** სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია (პოზიცია ითვალისწინებს საქმის ადგილზე შესწავლასაც).
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (წერილობითი და ზეპირი)
** პროგრამები: საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სწრაფი აზროვნების უნარი.
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.
** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (ე.წ სივი) შემდეგ მეილზე giober28@mail.ru არაუგვიანეს 2025 წლის 25 სექტემბრისა/b>.
შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა.
** გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ რომ შპს "გიდანი" ახორციელებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კადრის შერჩევის მიზნით და ინახავს თქვენს მონაცემებს მხოლოდ კონკურსის დასრულებამდე.
|
|
|
|