დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Tempo Holding
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
ჩვენს შესახებ:
Tempo Holding - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
ვაკანსია: ქოლცენტრის ოპერატორი
კომპანია: Tempo Holding
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და კლიენტზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც აქვს ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარებისა და ლიდების (lead) მიღება, დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შეთავაზება ტელეფონით;
** ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი კომპლექსებისა და პირობების შესახებ;
** CRM სისტემაში მონაცემების შეტანა, განახლება და დაკვირვება კლიენტებთან ურთიერთობაზე;
** კლიენტების გადამისამართება გაყიდვების გუნდთან, საჭიროებისამებრ;
** ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** კომუნიკაცია სხვადასხვა არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან - ზარები, სოციალური ქსელები, ელ.ფოსტა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** CRM სისტემაში მუშაობის უნარი (მაგ. Bitrix,)
** ქართულად გამართული მეტყველება, ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** ორგანიზებულობა, დროის მართვის უნარი და პასუხისმგებლობა;
** სწრაფად ადაპტაციის და ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე დაყრდნობით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
სამუშაო პირობები:
** 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები- 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი - ბათუმი, ოფისიდან.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე info@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლცენტრის ოპერატორი
განაცხადების მიღება დასრულდება: 3 ოქტომბერი, 2025
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|