დასახელება:
დონორებთან ურთიერთობის/საერთაშორისო ურთიერთ. კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო"
დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი.
სამუშაოს აღწერა:
** საქართველოში უცხოური ინვესტიციების ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში მოზიდვის ხელშეწყობა;
** დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემაში;
** საელჩოებთან ურთიერთობა და მაღალი რანგის შეხვედრების დაგეგმვა;
** საქართველოს ინოვაციების და სტარტაპ ქვეყნად პოზიციონირება/ბრენდინგის ხელშეწყობა;
** სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის, უცხოურ ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა;
** საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვის მიზნით პროგრამების ინიციატივების ხელშეწყობა;
** ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორში დამატებითი გრანტების და ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით;
** პროექტების და საგრანტო განაცხადების წერა დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით;
** სააგენტოს ბენეფიციარების და პარტნიორების მხარდაჭერა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით;
** ინოვაციების და ტექნოლოგიების, მათ შორის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე მიზნობრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს საერთაშორისო ქსელებში გაწევრიანებისა და არსებული ქსელების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** სააგენტოში შემავალ დეპარტამენტებთან, ასევე, სამინისტროში შემავალ უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება:
** საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფონდების მოძიების და საერთაშორისო პროექტების წერის გამოცილება (უპირატესობა მიენიჭება Horizon Europe-ის პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილებას).
ენების ცოდნის დონე:
** ენა
** წერითი უნარები
** მეტყველება
** ინგლისური
** C1
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი.
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@gita.gov.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|