Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: დიზაინის და ანიმაციის სკოლა DAS
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
"დიზაინის და ანიმაციის სკოლა" DAS ქართული სტუდიების: ჰოლი მოტორსის, ანიმატორისა და გარნამატაკის შემოქმედებითი კავშირით შექმნილი სასწავლო პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს მოკლე დროში პროფესიონალი არტისტების მომზადებას.

DAS ეძებს შემოქმედებით და გემოვნებიან ადამიანს კონტენტ კრეატორის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება სოციალური ქსელებისთვის ხარისხიანი და საინტერესო კომუნიკაციის შექმნაში.

მოვალეობები:

** კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და იდეების გენერირება;
** მოკლე ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, მონტაჟი და ადაპტირება სოციალური მედიისთვის (Reels, Stories);
** მარტივი ვიზუალების შექმნა;
** DAS-ის გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვა-განთავსების პროცესში.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (After Effects, Premier Pro, CapCut ან სხვა);
** გრაფიკულ ედიტორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Photoshop, Illustrator, Canva ან სხვა);
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** დისტანციური სამუშაო;
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი;
** ანაზღაურება ხელზე 1500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: office@das.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბოლო ვადაა 12 სექტემბერი.

გამოგზავნილი რეზიუმე/პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "დიზაინისა და ანიმაციის სკოლის" მიერ საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული მონაცემები შენახული იქნება მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე