დასახელება:
სერვის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ვაკო მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი სერვის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.
თანამშრომელს დავახვედრებთ:
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორატიულ ღონისძიებებს.
დამატებითი ინფორმაცია
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება;
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** მექანიკოსების პრობლემების მოგვარებზე ზრუნვა და შეტყობინება სერვის მენეჯერისთვის;
** სერვისის მენეჯერის დახმარება მექანიკოსების ხელსაწყოების მარაგის კონტროლსა და მოძიება-შეკვეთის კუთხით;
** სერვისში მიმდინარე პროცესების კონტროლი - მანქანების მიმოსვლის მონიტორინგი სერვის მენეჯერთან შეთანხმებით;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თეორიული კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებელზე გაწეული მომსახურების ფასების კალკულაცია სერვის მენეჯერთან შეთანხმებით;
** მაღაზიაში სერვისისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების კონტროლი და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
** კლიენტთა განაცხადების პროგრამაში გახსნა, შევსება და ადმინისტრირება.
კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:
** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
** სასურველია სატვირთო ავტომანქანების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** სერვისსა და მომხმარებელზე ორიენტირებული;
** როგორც წერითი, ასევე, ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: Hr@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სერვის მენეჯერის ასისტენტი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|