Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663523&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საინვესტიციო პროექტების ადმინისტრირება;
** არაკომერციული შესყიდვების პროცესის კოორდინირება, ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტირება;
** ავტოპარკის მართვა;
** სავაჭრო ობიექტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა;
** კომუნალური სერვისების ადმინისტრირება;
** მომსახურების დოკუმენტაციის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);

კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 14 სექტემბრის ჩათვლით რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: vacancy@icr.ge ელექტრონული წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული პოზიციის დასახელება "ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი".

შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი.

დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია