დასახელება:
საბაჟო მომსახურების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
sheniamanati.ge
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება საბაჟო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ისანი (ცენტრალური ფილიალი) და თბილისის საბაჟო ტერმინალები (გვყავს საკუთარი ავტომობილები).
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ნებისმიერ სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ათვისების კარგი უნარი (სრულად შეგასწავლით ადგილზე);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა) - სავალდებულოა! მართვის გამოცდილებით;
ფუნქცია მოვალეობები:
** საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება (შეგასწავლით ადგილზე);
** მომხმარებელთან კონტაქტი დეკლარაციების მოსამზადებლად;
** საბაჟო პროცედურების ზედამხედველობა ტერმინალზე;
** დამატებითი საბაჟო პროცედურების აუცილებლობის შემთხვევაში კომპანიის წარმოდგენა (შეგასწავლით ადგილზე).
სამუშაო საათები:
** დასაქმებული მუშაობს სტანდარტულად - თვეში 20 სამუშაო დღე, 160 სამუშაო საათს - არასტანდარტული განაწილებით; (ვერ შეათავსებთ სხვა სამსახურთან ან სტუდენტების შემთხვევაში - სწავლასთან)
** 11 თვის მუშაობის შემდეგ, დასაქმებული სარგებლობს ანაზღაურებადი შვებულებით;
ანაზღაურება:
** ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი თვე - დარიცხული 1920 ლარი (1500 ლარი ხელზე ასაღები), ხოლო შემდეგ - დარიცხული - 2170 ლარი (ხელზე ასაღები 1700 ლარი);
** სტაჟირება 1 კვირა - არ ანაზღაურდება.
** დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება მაღალი კლასის ჯანმრთელობის დაზღვევით.
** ხელფასი ირიცხება, ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე.
თუკი თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@sheniamanati.ge და სათაურად მიუთითეთ - "საბაჟო მომსახურების მენეჯერი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი პირადი მონაცემები ინახება 30 დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია არ ინახავს, არ ამუშავებს და მესამე პირს არ გადასცემს შემოსული კანდიდატების შესახებ არანაირ ინფორმაციას!
|
|
|
|