Робота для біженців з України
დისტრიბუტორი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი/პრისელერი
მომწოდებელი: აგროალან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია " აგროალან ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორი/პრისელერი პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება 2000 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად) ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.
** პოტენციურ და არსებულ მაღაზიებზე პროდუქციის შეთავაზება.
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით.
** სავაჭრო ობიექტებისგან შეკვეთების აღება და მათი სისტემაში ასახვა.
** მერჩენდაიზინგის წარმოება.
** მინიმალური გეგმიური რეალიზების უზრუნველყოფა.
** ობიექტიდან თანხის დროული ამოღება.
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა.
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
** სალარო აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა.
** პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია, ტარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** პრისეილერ-დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ძაღლის და კატის საკვების რეალიზაციის სფეროში გამოცდილება (სასურველი და არა სავალდებულო)

წარსადგენი დოკუმენტაცია:

კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: operation@agroalangeorgia.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე