Робота для біженців з України
უმცროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ანალიტიკის დეპარტამენტი, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
ანაზრაურება: 1500 ლარი NET

ძირითადი მოვალეობები

** ფინანსური, საოპერაციო და ტექნიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადებაში ჩართულობა;
** ანალიტიკოსების/უფროსი ანალიტიკოსების ასისტირება კომპანიის მასშტაბით ინფორმაციის მოძიებაში;
** მოძიებული პირველადი ინფორმაციის დამუშავება;
** სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტის მომზადება;
** რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ანალიზი;
** მონაცემთა ანალიზის ავტომატიზაცია;
** გეგმური და არაგეგმიური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვლის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე