Робота для біженців з України
აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის
აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინრის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ტექნიკური (პროფესიული) განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
** რუსული ენის ცოდნა;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სს "თელასის" ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის კონტროლის და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ენერგოობიექტის ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) საინფორმაციო-მზომი კომპლექსის (სმკ) და საინფორმაციო-გამოთვლითი კომპლექსის (სგკ) დონეზე.
** გაზომვის ახალი წერტილების ასახვა ეაის პროგრამაში, გაზომვის წერტილების შესახებ მონაცემების კორექტირება: აღრიცხვის მოწყობილობების, დენის ტრანსფორმატორების და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმირების კოეფიციენტების, მიერთებების დასახელებების საქარხნო ნომრები და ტიპები, სააღრიცხვო და საბალანსო ჯგუფების კუთვნილება და სხვა.
** მრავალფუნქციური მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების შემოწმების სამუშაოები როგორც ლაბორატორიის სტენდზე, ასევე დამონტაჟების ადგილას და გაუმართაობის მიზეზების აღმოფხვრა.
** აღრიცხვის მოწყობილობებში არსებული გაუმართაობის და შეფერხების მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა.
** აღრიცხვის მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების კონფიგურირება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.
** ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალურ სისტემასთან დაკავშირებული საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმირება.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე