Робота для біженців з України
საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: აქადემი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "აქადემი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ძირითადი ხელზე ასაღები ხელფასი: 1, 200-1, 500 ლარი (გამოცდილების მიხედვით), ასევე, ხელფასს დაემატება დადგენილი გეგმის შესრულებაზე დამოკიდებული ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.

ძირითადი მოვალეობები:

** მოსწავლეთა დაინტერესება და პროგრამაში ჩართვა:

- პროგრამაზე მოსწავლეთა რეგისტრაციების გაზრდისათვის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება.
- ახალი მოსწავლეების მოსაზიდად ვორქშოფების, ღონისძიებებისა და სარეკლამო აქტივობების ორგანიზება.

** პარტნიორობის განვითარება: UCMAS პროგრამის დასანერგად სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
** გუნდის მართვა: მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევა, ზედამხედველობა და მხარდაჭერა პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
** მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა: ადგილობრივ დონეზე მარკეტინგული ღონისძიებების, მათ შორის სოციალურ მედიაში აქტიური კამპანიების, ასევე, საზოგადოების ჩართულობისა და სარეკლამო აქტივობების მონიტორინგი და ანალიზი.
** ფინანსური ზედამხედველობა: სწავლის საფასურის შეგროვების მართვა, დროული გადახდების უზრუნველყოფა და ფინანსური ანგარიშების მომზადება.
** ანგარიშგება: ყოველდღიური და ყოველთვიური დეტალური რეპორტების მიწოდება სათავო ოფისისთვის თბილისში.

კვალიფიკაცია და უნარები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების ან სხვა შესაბამის სფეროში.
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით (განათლების სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** კომუნიკაცია და ლიდერობა: გამართული ზეპირი და წერითი უნარები; მშობლებთან, პედაგოგებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი უნარი.
** ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია: საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სემინარების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** მგზავრობა: გარკვეული პერიოდულობით რეგიონის მასშტაბით მგზავრობა შეხვედრებისთვის, ღონისძიებებისა და სწავლების პროცესის ზედამხედველობის მიზნით,
** ანგარიშგება: ანგარიშვალდებულია სათავო ოფისთან თბილისში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: HR@ucmas.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე