დასახელება:
დებიტორთა ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
UCMAS Georgia
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"UCMAS საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დებიტორთა ბუღალტრის პოზიციისთვის. აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციასა და სწავლის გადასახადების დროული კონტროლის უზრუნველყოფას.
ადგილმდებარეობა: "UCMAS საქართველო" - სათავო ოფისი, ვაშა ფშაველა 30B, თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სრულ განაკვეთზე სამსახურს საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციაში;
** გამოცდილ გუნდისგან ტრენინგსა და მხარდაჭერას;
** ყოველთვიურ ხელფასს: 1, 300 ლარი + გეგმის შესრულებაზე დამოკიდებული ბონუსები.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად მშობლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება გადაუხდელი თანხებისა და სწავლის საფასურის გადახდის მოახლოებული ვადების შესახებ;
** გადახდების სტატუსების ზუსტი აღრიცხვა სისტემაში;
** შეხსენებების გაგზავნა (ტელეფონი, SMS, ელ.ფოსტა) დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
** მშობლებისთვის სწავლის საფასურისა და სხვა გადასახადების, ვადებისა და გადახდის მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის დავალიანებების მდგომარეობისა და თანხების ამოღების პროგრესის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აუცილებელია;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** რთული საუბრის პროფესიონალურად და ემპათიით წარმართვის უნარი;
** საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო ცოდნა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ან რუსული ჩაითვლება უპირატესობად).
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@ucmas.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "დებიტორთა ბუღალტერი - UCMAS"
|
|
|
|