Робота для біженців з України
შემომავალი ზარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომავალი ზარების ოპერატორი
მომწოდებელი: ტერავიტა +
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კომპანია ახდენს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების (ბადების) რეალიზაციას. ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ ოპერატორს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებთან ხარისხიან მომსახურებაში და გაყიდვების გაზრდაში.

პოზიცია: შემომავალი ზარების ოპერატორი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსები;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვალებადი შაბათ-კვირის დღეებით;
** მეგობრული და მხარდამჭერი კოლექტივი, მენტორის დახმარებით;
** პროფესიული განვითარების და სწავლების შესაძლებლობა კომპანიის შიგნით.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და პროფესიონალური კონსულტაციის უზრუნველყოფა კლიენტებისთვის;
** დახმარება შეკვეთების გაკეთებაში და მიწოდების პროცესის მოგვარება;
** ზარების რეგისტრაცია CRM სისტემაში და კომუნიკაციის შედეგების ფიქსაცია;
** აქტიური თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ჩვენი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება შემომავალი ზარების ოპერატორის ან კლიენტთა მხარდაჭერის სფეროში;
** კომუნიკაბელურობა, სხვადასხვა ტიპის კლიენტთან ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია

თუ გსურთ მუშაობა გუნდში, სადაც აფასებენ პროფესიონალიზმს, ენერგიასა და შედეგს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@teravita.app. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შემომავალი ზარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე