Робота для біженців з України
მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ზიონი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"ZION დეველოპმენტი" 2022 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ახორციელებს პრემიული საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობას ქვეყნის მასშტაბით.

ZION დეველოპმენტის ყველა პროექტი არის ინოვაციური და პრემიული ხარისხის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.

ჩვენი ერთ-ერთი პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე http://zion.ge/.

ზიონის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯერს (CRM Manager), რომელსაც აქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯერი (CRM Manager), თქვენ ჩართული იქნებით კომპანიის CRM სისტემების გამართვაში.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** CRM სისტემის ეფექტური მართვა, მონაცემთა სისწორის და ხარისხის უზრუნველყოფა;
** CRM-ის ფუნქციონალის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
** პროექტების შესახებ ინფორმაციის მართვა (შეყვანა, განახლება, ცვლილებები საჭიროების შემთხვევაში);
** პროექტის კატალოგის განახლება;
** აქციებისა და ფასდაკლებების რეგისტრაცია და მართვა სისტემაში;
** ლიდის ციკლის მონიტორინგი და დამუშავების პროტოკოლის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, ლიდ ტრეფიკის მართვა CRM-ში;
** საჭირო დოკუმენტაციისა და მასალების (ვიზუალური მასალები, რენდერები, ნახაზები, გეგმარებები) CRM-ში ატვირთვის უზრუნველყოფა;
** ბიზნესის სხვა ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფა CRM-ში;
** ავტომატური ღია არხების მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა;
** მომსახურების და გაყიდვების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნა მომხმარებლის საჭიროებების საფუძველზე;
** საჭირო რეპორტების უზრუნველყოფა და მიწოდება მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებისთვის.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია უძრავი ქონების / დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია (Bitrix პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zion.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "ზიონ ორანჟერია"-ს მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@zion.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე