დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
IG Agro
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს "აი ჯი აგრო", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თხილის და სხვა კაკლოვანი პროდუქციის მოყვანა/წარმოება, რეალიზაცია და ექსპორტი, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თეთრი გიორგის ქუჩა №101
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** მომწოდებელი კომპანიების პორტფელის კონტროლი, კრედიტორთა აღრიცხვა;
** კომერციული შეკვეთების მიღება-დამუშავება და მომწოდებელთან გადაცემა;
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური/წლიური ანგარიშსწორების გეგმის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.
** კომპეტენციისა ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office-ის ცოდნა
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@igagro.ge
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|