დასახელება:
მანქანა-დანადგარების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
IG Agro
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
შპს "აი ჯი აგრო", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თხილის და სხვა კაკლოვანი პროდუქციის მოყვანა/წარმოება, რეალიზაცია და ექსპორტი, აცხადებს ვაკანსიას მანქანა-დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თეთრი გიორგის ქუჩა №101
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** გადამამუშავებელი ხაზის მუშაობის პროცესის მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა.
** მანქანა-დანადგარების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა.
** გადამამუშავებელი ხაზის თითოეული კომპონენტის გეგმური შემოწმება.
** გადამამუშავებელი ხაზის სამუშაო პროცესის შესახებ საოპერაციო მენეჯერისათვის ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურად.
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადამამუშავებელი ხაზის მანქანა-დანადგარების გაწმენდა და გასუფთავება.
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით
** გუნდური მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@igagro.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|