Робота для біженців з України
ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ინტერფეი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "ინტერფეი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ფოთი

სამუშაოს აღწერა

** ოფისის გაღება სამუშაო საათების დაწყებიდან 10-15 წუთით ადრე, დღის ცვლის გახსნა პოსით თავისივე კუთვნილი თანამშრომლის ბარათით.
** დღის რეპორტის შექმნა რომელიც მოიცავს წინა დღის სრულ გადახდებს,
** კლიენტთა მომსახურება, როგორც სატელეფონო ასევე ოფისში მოსული მომხმარებლის სრულად და სიზუსტით ინფორმირება ბარათის გამოყენების, ჩარიცხვის და გადახდის მეთოდებზე.
** კომპანიის შიდა პროგრამაში კომპანიის კუთვნილი მოწყობილობების გამართულად მუშაობის მონიტორინგი.
** სპეციალიზებული ბარათების გაცემა მომხმარებლებზე, ბარათების სიის მართვა: აღრიცხვა, განახლება, ინფორმაციის შეყვანა.
** დღის ბოლოს, დღის რეპორტის შედარება პროგრამასთან, სიის გადამოწმება, ფაილებში კატეგორიების მიხედვით გაცემული ბარათების გადანაწილება.
** თვის ბოლოს გაცემული და გასაცემი ბარათის რაოდენობის გადამოწმება და ინფორმაციის მიწოდება.
** ოპერატორის გარეგნობა ჩაცმის კოდექსი (დრესკოდი) უნდა შეესაბამებოდეს საოფისე გარემოს: თეთრი პერანგი, შავი ან მუქი ქვედა-ბოლო (შარვალი). ოპერატორს უნდა ეკეთოს ბეიჯი რადგან მომხმარებელმა იცოდეს ვის ესაუბრება, ასევე ყელსახვევი ან სხვა აქსესუარი კომპანიის ლოგოთი რომელსაც კომპანია შეიძენს თანამშრომლებისთვის.
** ოფისში სისუფთავის შენარჩუნება და უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV: paata.tsutskiridze@azry.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე