Робота для біженців з України
უფროსი Web დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი Web დეველოპერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"ინოვაციების კომპანია ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 18 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ქარვას წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.

"ქარვა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Web დეველოპერის პოზიციაზე.

რას მოიცავს Web დეველოპერის საქმიანობა?

** ქარვას ვებ აპლიკაციების დეველოპმენტი და Maintenance რა პროფესიული უნარები სჭირდება Web დეველოპერს?
** HTML 4+ / CSS / JavaScript საფუძვლიანი ცოდნა
** Websocket-ებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ASP.NET, .NET Core (C#) პლატფორმის ცოდნა
** Git და CI/CD პროცესებში გამოცდილება
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის უნარი
** კოდის ხარისხის უზრუნველყოფა (Code Review, Testing, CI/CD პროცესები)
** სასურველია გუნდის წევრების მენტორობის გამოცდილება და ტექნიკური ლიდერობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

** შესაძლებლობა იყო ჩართული მაღალი ტექნოლოგიის სტრიმინგ პლატფორმების შექმნაში
** პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა (ტრენინგების, კურსების დაფინანსება)
** მხარდამჭერი და მეგობრული გუნდი
** ბენეფიტები: ყოველდღიური ლანჩი, ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორაციული ღონისძიებები, საჩუქრები

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** გრაფიკი: 40 სთ კვირაში, ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე

გადმოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: HR@qarva.com და სათაურში პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქარვა" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია შპს " ქარვაში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@qarva.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე