დასახელება:
შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ პოზიციას შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ ფიქრობთ რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და გსურთ რომ შემოურთდეთ "თბილისი დრაი პორტის" გუნდს, გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო აღწერილობას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
პოზიციის შესახებ: შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის ძირითადი მოვალეობაა კომპანიაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
დეპარტამენტის შესახებ: შრომის უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი ექვემდებარება ადამიანური რესურსების და შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელს, და თანამშრომლობს კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან.
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორი, თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოცდილება და უნარები:
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაცია (სრული პროგრამის სერტიფიკატი ან გათანაბრებული);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე/ლოგისტიკის სფეროში ანალოგიურ გამოცდილებას);
** საოფისე პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე.
ანალიტიკური აზროვნების უნარი:
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინსტრუქციის შექმნა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** გუნდის წევრებთან ერთად, შრომის უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტრენინგების მომზადება და პერიოდულად მათი ჩატარება სამიზნე თანამშრომლებისთვის; ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
** გაუწიოს დახმარება და მონაწილეობა მიიღოს რისკების შესწავლაში, მათ შეფასებასა და საფრთხეების იდენტიფიცირებაში;
** სამუშაო დიაგრამების, ცხრილებისა წარმოება;
** საწარმოს რისკის მომცველი უბნების ყოველდღიური მონიტორინგი;
** დაეხმაროს არსებულ გუნდს ახალ თანამშრომელთა პირველადი ინსტრუქტირება- სწავლებაში;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პერსონალის ქცევის მონიტორინგი;
** საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში;
** შეასრულოს შრომის უსაფრთხოების ხელმძღვანელის სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებები და მითითებები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე HR@tbilisidryport.com
გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 6 ოქტომბერი
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|