Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663441&print=yes&view=jobs
 
ექთანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: მედფემი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კლინიკა "მედფემი" არის ევროპული სტანდარტით შექმნილი მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

კლინიკა "მედფემი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე ქ. ბათუმში, ნ. ფიროსმანის ქუჩა #18 C

სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო საათები: 09:00-17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი); 10:00-14:00 საათამდე (შაბათი);
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი);
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** უზრუნველყოს ექიმის დანიშნულების ზუსტი შესრულება.
** უზრუნველყოს ექიმის მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება.
** უზრუნველყოს სასტერილიზაციო მასალების დროული მიწოდება სასტერილიზაციოსთვის და გასტერილებული მასალის დროული შევსება.
** უზრუნველყოს მის დაქვემდებარებულ სივრცეებში და პაციენტებთან ჰიგიენის დაცვა კომპეტენციის ფარგლებში.
** უზრუნველყოს მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული შევსება.
** დაუყოვნებლივი ინფორმირება განყოფილების ხელმძღვანელის და უფროს ექთნის ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის შესახებ, რაც უშუალოდ ეხება და/ან შეიძლება ეხებოდეს პაციენტის ჯანმრთელობას და კლინიკის ფუნქციონირების შეფერხებას.
** უზრუნველყოს ასეპტიკა და ანტისეპტიკის წესის დაცვა.
** უზრუნველყოს სახარჯი მასალის და მედიკამენტების აღრიცხვა და მარაგის შევსება.
** უზრუნველყოს ექიმისთვის დახმარების გაწევა სამედიცინო დოკუმენტაციის შევსებაში;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** ენერგიული.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: ltd.medfem@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 576 001, +995 577 615597.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

სამედიცინო კლინიკა "მედფემი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია