დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბიდი პლუსი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sanfor / Sanita / Santex (საყოფაცხოვრებო მოვლის საშუალებები), Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით) და ა.შ.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ასისტენტის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: რუსთავი, მარნეული.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
** სწრაფი ანგარიშის უნარი;
** სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება;
** სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
** შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.
** ანგარიშსწორება ობიექტთან.
პიროვნული თვისებები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** შრომისმოყვარე
** პასუხისმგებლობიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge 20 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი პლუსის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@bdplus.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|