დასახელება:
HR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ნავთობკომპანია ქონექთი
|
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
ნავთობკომპანია "ქონექთი" 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 140 - მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 მდე მეტ თანამშრომელს.
"ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: 1500 ლარი (NET);
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესში ჩართულობა (ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღება);
** პერსონალის ადმინისტრირების პროცესში ჩართულობა (ბრძანებები, დანიშვნა, გათავისუფლება, ცვლილებები);
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა/კონტროლი;
** სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება და რეპორტის მომზადება;
** თანამშრომელთა მონაცემების შეყვანა HR სოფტში;
** თანამშრომელთა დაზღვევის საკითხების მართვა;
** ფეიროლის პროცესში ჩართულობა HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად;
** თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველი HR სოფტში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Excel).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|