Робота для біженців з України
უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კლიპარტი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.

კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, ონლაინ PR, კონტენტ მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია და პროექტების/კამპანიების მართვა.

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (NET)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით ბრენდბუქის ელემენტების დამზადება;
** სარეკლამო პოსტერების, პრეზენტაციების და სოციალური მედიის პოსტების მომზადება;
** საბეჭდი მასალებისა და ვიზუალური ელემენტების (პატერნების) დიზაინი;
** ბრენდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით შესაბამისი ტიპოგრაფიის შექმნა, შერჩევა და გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში, ციფრული ილუსტრაციების შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe Indesign ცოდნა;
** ინგლისური ენის (B2 დონე) ცოდნა;
** განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** სისხარტე და აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას;
** საინტერესო პროექტებსა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მდიდარ კორპორატიულ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@clp.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი გრაფიკული დიზაინერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე