დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Worldcars
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
თუ თქვენ:
** იცით და გაინტერესებთ ავტომობილები, მათი მახასიათებლები და სპეციფიკა
** გიყვართ გუნდური მუშაობა
** ხართ ორგანიზებული
** გიყვართ გაყიდვები
** ხართ კომუნიკაბელური
** გსიამოვნებთ მომხმარებელთან ურთიერთობა
ამ შემთხვევაში:
კომპანია "Worldcars+" გთავაზობთ გაყიდვების მენეჯერის ადგილს.
კომპანია "Worldcars+" ბაზარზეა 2009 წლიდან და ახორციელებს როგორც მსუბუქი ავტომობილების, სადისტრიბუციო მანქანების, ასევე სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის იმპორტს და მონაწილეობას იღებს უმსხვილეს აუქციონებში, ასევე ახორციელებს სახმელეთო გადაზიდვებს და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სადილერო კომპანიებთან.
ავტომობილის შეძენიდან საქართველოში მიღებამდე აბსოლუტურად ყველა პროცედურას უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიის გამოცდილი გუნდი.
ანაზღაურება: გამომუშავებით
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ელიზბარ მინდელის 4ა
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
** პოტენციური კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება, ბაზაში გადამოწმება, ზარების დაგეგმვა.
** მომხმარებლის მოზიდვა, დაინტერესება
** მომხმარებლის მოთხოვნის სწორი ანალიზი
** მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე ავტომობილის მოძიება
** ავტო აუქციონებზე მონაწილეობა
** ავტომობილის დაზიანების შეფასება
** ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან და აქტიურ კლიენტებთან
** შეხვედრების ჩატარება (გასვლითი და მიღება ოფისში)
** კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ დამკვეთებთან და არსებულ დამკვეთებთან: შეთავაზების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა, შეხსენებების გაკეთება
** გაყიდვების გეგმების მიხედვით, ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა
** მომხმარებლების მოზიდვა და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გაანალიზება,
** აუქციონების საიტებიდან ავტომობილების შერჩევა: საიტებზე და სოციალური ქსელების ჯგუფებში განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ავტო აუქციონებზე მონაწილეობის
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა,
პიროვნული მახასიათებლები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** პრეზენტაციის უნარი;
** პრიორიტეტების დასახვა და შედეგზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დელეგირება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინფორმაციის სწორი ანალიზის უნარი
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@world-cars.ge.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|