Робота для біженців з України
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ უფროს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეძლებს გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვას, გუნდის კოორდინაციასა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. ეს როლი გულისხმობს როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ მართვას, გუნდთან ყოველდღიურ ურთიერთობასა და აქტიურ ჩართულობას კომპანიის ზრდის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ამოცანების გადანაწილება და შედეგების მონიტორინგი
** მომხმარებელთან სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაციის დამყარება
** შეხვედრებზე გასვლა, სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა
** გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა აღრიცხვის მართვა, CRM სისტემის გამოყენებით
** შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + ყოველთვიური საბონუსე სისტემა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი).

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიე ბმულს: https://link.citycom.ge/apply

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე