დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
თაბუკა
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.
გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის არსებული სავაჭრო ობიექტების მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება.
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან.
** ქსელის და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების მიღება/აღება დამუშავება და საწყობისთვის მიწოდება.
** პარტნიორებთან ნაშთების, ფასების და თაროზე წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი.
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება.
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** სავალდებულოა მართვის მოწმობა B კატეგორია და სასურველია პირადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ქონა.
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთავაზობთ:
** სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას.
** მეგობრულ გარემოს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს.
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პრისელერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|