დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - HORECA
|
მომწოდებელი:
თაბუკა
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც 2005 წლიდან ახორციელებს ევროპული სხვადასხვა ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ჰორეკას (HORECA) პოზიციაზე, ძირითადად ჩაის სეგმენტში ახალ ობიექტებთან პარტნიორობის დამყარება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ.
გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის არსებული ჰორეკა პარტნიორების მართვა;
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან;
** გაყიდვების პროცესის წარმოება, შეკვეთების აღება/მიღება დამუშავება და ზრდაზე ორიენტირება;
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება;
** მენეჯმენტთან დროული რეაგირება სხვადასხვა საკითხების მოსაგვარებლად;
** შეკვეთების ადგილზე მიტანის გაკონტროლება;
** კომერციული წინადადებების მომზადება;
** პროდუქციის პრეზენტაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია (ჰორეკას მიმართულებით).
** სავალდებულოა მართვის მოწმობა B კატეგორია და პირადი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ქონა.
** უცხო ენების (ინგლისური) საშუალო დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების (MS Office) საშუალო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
გთავაზობთ:
** საწვავით და მანქანის ცვეთის ხარჯით უზრუნველყოფას;
** ულიმიტო სასაუბრო მობილურ პაკეტს;
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს;
** კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ჰორეკა", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|