დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Infinity Solutions
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
მარკეტინგული სააგენტო "Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://infinity.ge
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსები გაყიდვებზე;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** თანამედროვე ოფისი ქალაქის ცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (კლიენტის მოძიება, საჭიროებების განსაზღვრა, შეთავაზების მომზადება);
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების მიზნების შესრულება;
** კომპანიის სერვისების პრეზენტაცია კლიენტებისთვის;
** კომერციული წინადადებების მომზადება და მათი წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, PR-ის ან მსგავსი მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება B2B ან B2C გაყიდვებში (სასურველია ციფრული პროდუქტების მიმართულებით);
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულად
** გაყიდვების მიზნების შესრულების მაღალი მოტივაცია.
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თამარაშვილის 13ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 ოფისიდან (არ განიხილება დისტანციური ვერსია)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: info@infinity.ge
გზავნილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|