Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663377&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს IT სპეციალისტის ვაკანსიას გორის ფილიალში.

(თბილისიდან გორის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ავერსის კლინიკა")

სამუშაო ადგილი: ქ. გორი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ობიექტებში კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება.;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით;
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "IT სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17/09/2025

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 12 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" PDPO@aversi.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია