Робота для біженців з України
ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე.

"Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** სასურველია ჰქონდეს საკონფერენციო-საბანკეტოს გამოცდილება;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალზე მეთვალყურეობა და მათ მიერ სტუმართა საჭიროებების ოპტიმალურად დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხისა და სტანდარტების დაცვა;
** Cash flow-ს ყოველდღიური შემოწმება;
** ახალი პროცედურების შემუშავება და განხორციელება Accor-ის პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების უზრუნველყოფა;
** ცვლაში მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** პერსონალის გამართული მუშაობისა და დისციპლინის კონტროლი;
** ცვლის დროს შესრულებული ყველა გადახდის კონტროლი;
** სტუმრის უკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მენეჯერს (აქვს უფლება პრობლემა გადაჭრას მენეჯერის არ ყოფნის შემთხვევაში)

რა დაგხვდებათ ჩვენთან:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** სასტუმროს მომსახურებებზე ფასდაკლებები
** მრავალეროვან გუნდში მუშაობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩი

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N2-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 17/09/2025

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე