დასახელება:
კონსულტანტი/სივრცის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფემინა კონცეპტ ესთეტიკ კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"ფემინა კონცეპტ ესთეტიკ კლინიკა" მდებარეობს თბილისში შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. 24, და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი/სივრცის მენეჯერი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/სერვისის შეთავაზება;
** კლინიკაში არსებული სრული სერვისების/პროდუქციის კარგად შესწავლა, მათი მახასიათებლების მიხედვით;
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურების გაწევა და ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება;
** კონსულტირების უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-დან 19:30-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: femina.aesthetics@gmail.com და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|