Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: ფემინა კონცეპტ ესთეტიკ კლინიკა
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"ფემინა კონცეპტ ესთეტიკ კლინიკა" მდებარეობს თბილისში შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. 24, და აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექთანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ექთნის დიპლომი და მოქმედი სერტიფიკატი;
** მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება (სასურველია კლინიკურ გარემოში);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პაციენტებთან კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება.

ფუნქციები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** სამედიცინო პროცედურების შესრულება (სასტერილიზაციო, საოპერაციო, სისხლის აღება, და სხვ.);
** პაციენტის მდგომარეობის დაკვირვება და შესაბამისი ანგარიშგება ექიმთან;
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-დან 20:00-მდე

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: femina.aesthetics@gmail.com და საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე