დასახელება:
კლიენტთა საჩივრების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Welfar International
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"Welfar International" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა საჩივრების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
მისამართი: თბილისის თავისუფალი ზონა. ო. ხიზანიშვილის 264 თბილისი, საქართველო.
შესავალი:
ჩვენი კომპანია ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტს დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით და ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვასა და მომხმარებელთა კმაყოფილებას. საწყობი, სადაც ხდება პროდუქციის მიღება, დასაწყობება, გადაფუთვა და გაგზავნა, წარმოადგენს ლოჯისტიკურ ცენტრს, სადაც კლიენტების უკუკავშირის ეფექტური მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ამ კონტექსტში ვეძებთ კლიენტთა საჩივრების მართვის ოპერატორს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საჩივრების დამუშავების პროცესში, იმუშავებს ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში და უზრუნველყოფს კლიენტების საკითხებზე მყისიერ და პროფესიონალურ რეაგირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** საჩივრების მიღება (ელ. ფოსტით, სატელეფონო ზარებით ან სხვა კომუნიკაციის არხებით) და მათი ზუსტი რეგისტრაცია;
** საჩივრის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა;
** მიღებული საჩივრების კატეგორიზაცია, დროული გადამისამართება და პასუხისმგებელი მხარეების მიერ შეუსაბამობის დახურვის სტატუსების რეგისტრაცია და მონიტორინგი;
** თანამშრომლობა საწყობის, ლოჯისტიკის, ხარისხის და ექსპორტის გუნდებთან პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის მიზნით;
** უკუკავშირის მიწოდება კლიენტებისთვის სწრაფად და პროფესიონალურად;
** პერიოდული რეპორტების მომზადება შემოსული საჩივრების შესახებ (ტენდენციების ანალიზი, ძირეული მიზეზების იდენტიფიკაცია და პრევენციული ზომების რეკომენდაცია);
** ხარისხის მართვის სისტემის (ISO 9001 ან სხვა) ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოება და მოთხოვნების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ბიზნესი, ხარისხის მართვა, საერთაშორისო ურთიერთობები ან სხვა);
** ხარისხის მართვის სისტემების პრაქტიკული ცოდნა, განსაკუთრებით ISO 9001-ის სტანდარტის მიხედვით მუშაობის გამოცდილება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის ან საჩივრებთან მუშაობის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე (საუბარი, წერა, ტექნიკური ტერმინოლოგიის გაგება);
** საოფისე პროგრამების და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ცოდნა (MS Office, Outlook).
პიროვნული მახასიათებლები:
** დიპლომატიურობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი ორგანიზაციული უნარები და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი;
** სისტემური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი კომუნიკაციის კულტურა - როგორც წერილობით, ისე ვერბალურად.
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: quality@cisfarme.ge
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ სატელეფონო ნომერზე: +995 599 939702
|
|
|
|