Робота для біженців з України
სოციალური მედიის ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის ედვერთაიზერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სოციალური მედიის ედვერთაიზერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება სოციალური მედიის გუნდთან ერთად და მისი განხორციელება Meta-ს პლატფორმებზე;
** Meta პლატფორმებზე (Facebook Ads Manager / Instagram Ads Manager) კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** სამიზნე აუდიტორიების კვლევა, სეგმენტაცია, ტესტირება (მაგ. A/B ტესტები) და საუკეთესო შედეგების მიღება;
** რეკლამების ტიპების მართვა (Engagement, Awareness, Traffic, სხვ.);
** კამპანიების ბიუჯეტის მართვა;
** კამპანიების მონიტორინგი, ეფექტიანობის გაზრდა ROI-ის გასაუმჯობესებლად;
** კონკურენტული გარემოს და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** თვის ჭრილში შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი (reach, impressions, engagement, CTR, CPC და სხვა მაჩვენებლები) - ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა შემდეგი კამპანიებისთვის;
** დიზაინერებთან და კონტენტ-კრეატორებთან თანამშრომლობა ვიზუალებისა და ტექსტების ეფექტურად შექმნისთვის - სარეკლამო კამპანიებისთვის მნიშვნელოვანი პრინციპების გათვალისწინება;
** Meta-ს სარეკლამო პოლიტიკის დაცვა და კამპანიების განხორციელება პოლიტიკასთან შესაბამისად;
** Google Analytics-ის გამოყენება კამპანიების შედეგების ანალიზისა და ოპტიმიზაციისთვის.
** მარკეტინგულ ღონისძიებებში/აქტივობებში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება

** სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads Manager) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის პრინციპების და სტრატეგიების ცოდნა;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ფლობა;
** ციფრული სარეკლამო კამპანიების მართვის ცოდნა;
** Google Analytics-ის მუშაობის უნარი;
** Excel/Google Sheets-ში მუშაობის უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;
** სისწრაფე და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 სექტემბერი, 2025 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე