დასახელება:
დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
www.imart.ge
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
ინტერნეტ მაღაზია "iMart.ge" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გსურთ, გახდეთ საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი, სანდო და კომფორტული ონლაინ სავაჭრო პლატფორმის - "iMart.ge"-ის გუნდის წევრი, რომელიც 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს რეალობად აქცევს, გაეცანით ვაკანსიის პირობებს:
სამუშაო განაკვეთი:
სტანდარტული გრაფიკი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
დისტანციური გრაფიკი (18:00-00:00 / 1 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (თვეში საშუალოდ 1200-2000 ლარი)
ადგილმდებარეობა: თბილისი. აკაკი წერეთლის N116. ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", II სართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ყოველთვიურ, გამომუშავებით ბონუსს (საშუალოდ, 500-1500 ლარი);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საპენსიო შენატანის სრულ დაფარვას;
** ჯანსაღ კონკურენციას, პერსონალურ საჩუქრებსა და აღიარებას თვის საუკეთესო შედეგების მქონე თანამშრომლებისთვის;
** ექსკლუზიურ, უპრეცედენტო ფასს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
სამუშაო აღწერილობა:
** ვებ გვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსული ლიდების დამუშავება;
** სატელეფონო კომუნიკაციის გზით მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალების გადამოწმება და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სიახლეების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების პირობების შესახებ;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან პერიოდული უკუკავშირი და პროდუქტის ათვისებისთვის საჭირო პროცედურულ საკითხებში, მათ შორის, ონლაინ განვადების შევსებაში დახმარება;
** პრობლემურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, აქტიური ჩართულობა და პრობლემის მოგვარების ყველაზე ოპტიმალური გზების მოძიება და შეთავაზება;
** სამუშაო პროგრამაში მომხმარებელთა კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის/შეკვეთის დეტალების შეყვანა/გაახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომხმარებლებთან ურთიერთობის ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე - career@imart.ge 2025 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი.
"iMart.ge" გისურვებთ წარმატებებს!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ნანოტეკი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: career@imart.ge / 032 2 100 300
|
|
|
|