Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663344&print=yes&view=jobs
 
სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგალაინი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სავაჭრო და ბიზნესცენტრი ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

"მეგალაინი" მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში. ჩვენი გუნდი მიზანდასახულია დაეხმაროს სხვადასხვა სახის ბიზნესს და შესათავაზოს საოფისე, სავაჭრო და კომერციულ ფართები.

სამუშო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ.აგლაძის 15
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00სთ - 19:00 სთ-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი პერიოდი- ანაზღაურება 1500 ლარი
მომდევნო თვიდან 2000 ლარი ხელზე ასაღები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში უშუალო მონაწილეობისა და პროცესების კოორდინაციის გამოცდილება
** გუნდთან ერთად მუშაობის უნარი, მართვა
** ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი

მოვალეობები:

** უხელმძღვანელოს სამეურნეო სამსახურს
** შეადგინოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი
** დაავალოს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლებს ყველა აუცილებელი მექანიკური სამუშაოს შესრულება
** დაიცვას დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესები
** ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას
** ყურადღება მიაქციოს პავილიონებში სარეკლამო აბრების განთავსებას
** იყოს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრში მომხდარი მოვლენების საქმის კურსში, რომ დროულად შეატყობინოს ადმინისტრაციას აღნიშნული პრობლემის შესახებ
** შეასრულოს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე დამსაქმებლის სხვა აუცილებელი დავალებები

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ. მისამართზე: office@megaline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია