დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ჯეოიმპორტი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია შპს "ჯეოიმპორტი" ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შპალერების იმპორტს. კომპანიას აქვს საკუთარი მაღაზიები და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე.
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული ბონუსი, საშუალოდ 1300-1500 ლარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. 140, დიდუბის მეტროსთან
სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, კვირაში 5 დღე
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის მოწესრიგება, განლაგება, პროდუქციის განახლება და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ახალი მოდელების შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი.
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული.
გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV, აუცილებლად ფოტოსურათით გადმოაგზავნოთ მისამართზე geo-import@hotmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|