Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663337&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: თანამედროვე განათლების აკადემია
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №37

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკადემიის საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** საერთო სარგებლობის სივრცეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** მატერიალური ფასეულობების დაცვა;
** მოსწავლეთა და თანამშრომლების შესვლის/გასვლის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და მართვის უნარი.

ანაზღაურება: 1000 ლარი.
ორჯერადი კვება.
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, ელ.ფოსტაზე: info@cea.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი". საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 568 41 55 71.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "თანამედროვე განათლების აკადემია" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია