Робота для біженців з України
მცხობელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"STEPS Batumi Hotel & Suites" აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორანსა და ბარს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** რესტორნის მენიუში არსებული გამოსაცხობი პროდუქციის ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** ნამზადი პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტირების კონტროლი;
** საცხობი პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** სამზარეულოში არსებული დანადგარების, ინვენტარის მართებული გამოყენება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული სერტიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
** კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
** თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ადმინისტრატორი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 03 ოქტომბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე