Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი
მომწოდებელი: Biltmore Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" 214 ოთახსა და სუიტს მოიცავს.

სასტუმროს ექვსი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - "ზიმი".

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოში - ჭურჭლის მრეცხავი/ სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები, რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად

საჭირო უნარები:

** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 30 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers.bhtg@biltmorecollection.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განაცხადის განსახილველად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისა და შესაბამისობის დადგენის, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: careers.bhtg@biltmorecollection.com

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე