დასახელება:
ჯავშნების აგენტი
|
მომწოდებელი:
Biltmore Hotel Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. სასტუმროს ექვსი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - "ზიმი". "ბილტმორ თბილისი" იდეალური სივრცეა კორპორაციული ღონისძიებების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციების, გამოფენებისა და დაუვიწყარი ქორწილების ჩატარებისთვის.
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯავშნების მიღება და განთავსება სტუმრის მოთხოვნების მიხედვით;
** სატელეფონო ეტიკეტის და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის კულტურის დაცვა;
** სტუმრის შესახებ არსებული მონაცემების პროგრამული აღრიცხვა და წარმოება;
** ჯავშნების ყოველდღიური შემოწმება;
** ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება როგორც ახალ ასევე არსებულ პარტნიორ კომპანიებთან;
** სტუმრისთვის სასტუმროს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
საჭირო უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Opera-ს ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 30 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers.bhtg@biltmorecollection.com სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განაცხადის განსახილველად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისა და შესაბამისობის დადგენის, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: careers.bhtg@biltmorecollection.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|