დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
არტ ჰაუსი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.
"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** დღის კერძზე ან სასმელზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება სტუმრებთან;
** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა სისუფთავის უზრუნველყოფა სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა;
** სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
მთავარი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ, საინტერესო და დინამიურ სამსახურს
** გუნდურ და პროფესიონალურ გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მითითებულ ელფოსტაზე: hr@thearthouse.ge
კომპანია შპს "მაგთი" ს.კ 204873645) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.
კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: a.meskhidze@thearthouse.ge
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
|
|
|
|