Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663323&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: BYD Motors
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
BYD Motors Georgia LLC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების პროფესიონალური მიღება შოურუმში და სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა
** ავტომობილების პრეზენტაცია და ტექნიკური მახასიათებლების დეტალური გაცნობა
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა და შეთანხმებების გაფორმება
** მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი
** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულება და ზრდაზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (ავტო სფერო ჩაითვლება უპირატესობად)
** ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგზე მუშაობის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel)
** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** თავდაჯერებული და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა
** სწრაფად ადაპტირების უნარი
** გუნდში და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ხელფასს + ბონუს სისტემას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას
** თანამედროვე, დინამიურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@bydgeorgia.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "Sales Manager / Showroom Manager".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია