დასახელება:
დისტრიბუციის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ზოომარტი
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 37 საცალო ფილიალს.
"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს:https://www.facebook.com/zoomart.ge
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი:
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** დისტრიბუციის სტრატეგიის შექმნა, დაგეგმვა და განხორციელება
** დისტრიბუციის ქსელის ეფექტური მართვა და ოპტიმიზაცია
** ახალი სადისტრიბუციო არხების მოძიება, განვითარება და აქტივაცია
** მონაწილეობა ფასების პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების პროცესში - ბაზრის ანალიზის, კონკურენტების შეფასების და გაყიდვების სტრატეგიასთან შეთანხმებით.
** მარაგების მართვა და გადანაწილების პროცესის კონტროლი
** ტრანსპორტირების, ლოჯისტიკისა და მიწოდების დაგეგმვა/კოორდინაცია
** პარტნიორებთან მოლაპარების წარმოება ახალი შესაძლებლობების ათვისების მიზნით, ქსელთან და კლიენტებთან ურთირთობის მართვა.
** KPI მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისათვის
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის/ლოჯისტიკის/გაყიდვების მართვაში
** გამოცდილება ახალი სადისტრიბუციო არხების განვითარების და ბაზრის გაფართოებაში.
** საბაზრო კვლევის, ფასების პოლიტიკის დაგეგმვასა და კომერციულ სტრატეგიაში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, Outlook)
** გუნდის მართვისა და პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** სტრატეგიული ხედვა და სისტემური აზროვნება
** მოლაპარაკების ძლიერი უნარები და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი
** შედეგზე და ზრდაზე ორიენტირებულობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა
** ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე
** ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო
** კორპორატიული დაზღვევა
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუციის ხელმძღვანელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|