დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მობილურის აქსესუარების მაღაზია
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
მობილურის აქსესუარებისა და ტექნიკის მაღაზიაში ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის 144, მაღაზია "აი ჰაბი"
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 16:00 ან 16:00 - 23:00, კვირაში 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
ანაზღაურება: 900₾ ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და კონსულტაცია
** მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული მუშაობა
** მაღაზიაში სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნებაში მონაწილეობა (დამლაგებელი უზრუნველყოფილია, თუმცა კონსულტანტსაც მოეთხოვება ყოველდღიური წესრიგის დაცვა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (რუსულის მინიმალური დონე ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა
დამატებითი ინფორმაცია:
** შერჩეულ კანდიდატებს უტარდებათ ანაზღაურებადი ტრეინინგი
** ვეძებთ სტაბილურ კადრს, მინიმუმ 1 წლიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად:
gchanqseliani92@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|