Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=663304&print=yes&view=jobs
 
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ლაბ ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"LAB Technologies" - ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell, Lenovo, Cisco, Palo Alto და სხვები. ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ IT ინფრასტრუქტურულ, კიბერუსაფრთხოების და აუთსორსინგის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში: ფინანსები, რითეილი, ჯანდაცვა, ჰოსპიტალიტი, საჯარო სექტორი და სხვა

ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს კომერციულ გუნდს და განავითარებს ბიზნესს წამყვან კორპორატიულ სეგმენტებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი+გეგმაზე მიბმული ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** B2B გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ახალი კლიენტების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანა;
** IT ინფრასტრუქტურის, აუთსორსინგისა და აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა;
** კლიენტებთან შეხვედრების გამართვა, საჭიროებების გამოვლენა და ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომერციული წინადადების მომზადება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალი კორპორატიული კავშირების დამყარება;
** CRM სისტემაში მუშაობა, ტენდერებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია IT სფეროში);
** კორპორატიული კლიენტების საჭიროებების კარგად გაგება და კომპლექსური გაყიდვების წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ინჟინერებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თვითმოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული, მოქნილი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** წვდომას მოწინავე IT პროდუქტებსა და საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერაზე;
** ძლიერი ტექნიკური და მარკეტინგული მხარდაჭერას;
** განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული კურსების დაფინანსებას;
** აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
** სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს;

ჩვენი ოფისი:

მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6
საიტი: https://www.lab.ge/
სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: 032 229 06 09

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექაუნთ მენეჯერი".

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ დაქირავებულსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. Lab Technolofies გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შერჩევისა და თანამშრომლობის ყველა ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია