დასახელება:
ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
რომპეტროლ საქართველო
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"რომპეტროლი", განურჩევლად ასაკისა და სქესისა, გეძებთ თქვენ: ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი
თუ ეძებ სამსახურს, ან გინდა შეუსაბამო უკვე არსებულს, ჩვენი გრაფიკი დაგეხმარება ამაში.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: 24 საათიანი ცვლა ოთხ დღეში ერთხელ (თვეში 7-8 სტანდარტული ცვლა) ან 12 საათიანი ცვლა 2 დღეში ერთხელ (თვეში 15 ან 16 სტანდარტული ცვლა).
** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარიდან, + ყოველთვიური ბონუსები გაყიდვებიდან.
** ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას, მუნიციპალურ სამგზავრო ბარათს (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი)
** თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ადგილმდებარეობას
** სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილის გადახდას
** კარიერის განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** მომხმარებლის ავტომობილის შესაბამისი საწვავით გამართვა;
** მიღებული მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო, თუ საბანკო ტრანზაქციის მეშვეობით;
** მიმდინარე სიახლეების მომხმარებლებისათვის გაცნობა.
სამუშაო ადგილის მისაღებად:
სამუშაო ადგილის მისაღებად გადადით მოცემულ ბმულზე და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ttpavcSqLZ2ufGh99
არ გამოტოვო შანსი, დაიწყო კარიერა ჩვენთან და გახდე რომპეტროლ საქართველოს დიდი, საერთაშორისო გუნდის წევრი.
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.
იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com.
|
|
|
|